კითხვა - პასუხი

გთხოვთ, გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებზე შესაბამის პასუხებს.

რა არის ონლაინ კაბინეტი?
ონლაინ კაბინეტი, არის ვირტუალური პერსონალური სივრცე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შეავსოს კონვერტაციის განაცხადი, გაუგზავნოს მისოს და მოითხოვოს ვალუტის გაცვლითი ოპერაციის განხორციელება. 
ვის შეუძლია ონლაინ კაბინეტით სარგებლობა?
ონლაინ კაბინეტით სარგებლობა შეუძლია რეზიდენტ/არარეზიდენტ (ბინადრობის მოწმობის მქონე) ფიზიკურ პირს და რეზიდენტ იურიდიულ პირს.
ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და მომსახურება ფასიანია?
ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი სარგებლობა არის უფასო.
რა არის საჭირო ვალუტის გაცვლითი ოპერაციის განსახორციელებლად?
ვალუტის გაცვლითი ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა:
1. ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და აქტივაცია;
2. საბანკო ანგარიშის ფლობა;
3. ყოველ გაცვლით ოპერაციაზე კონვერტაციის განაცხადის შევსება და გამოგზავნა.
რომელი ვალუტების კონვერტაცია არის ხელმისაწვდომი ონლაინ კაბინეტით?
შესაძლებელია ლარის, აშშ დოლარის, ევროს და რუსული რუბლის კონვერტაცია.
ვალუტის გაცვლით ოპერაციაზე საჭიროა თუ არა დამატებითი მომსახურების საკომისიოს გადახდა?
არა. ვალუტის გაცვლით ოპერაციაზე დამატებითი მომსახურების საკომისიო დაწესებული არ არის.
რომელ საათებში არის ონლაინ კაბინეტით სარგებლობა ხელმისაწვდომი?
ონლაინ კაბინეტიდან მიღებული კონვერტაციის განაცხადების დამუშავებას მისო უზრუნველყოფს სამუშაო საათებში, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 18:30 საათამდე. არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში მიღებული განაცხადების განხილვა ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
რა დოკუმენტებია საჭირო ონლაინ კაბინეტის რეგისტრაციისთვის?
I. ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის ID ბარათი, პასპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის ბინადრობის მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ);
II. იურიდიული პირის შემთხვევაში - 1. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის ID ბარათი, პასპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის ბინადრობის მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ); 2. ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი მესაკუთრე წარმომადგენლისგან განსხვავებული პირ(ებ)ია) და 3. უახლესი წესდება (იმ შემთხვევეაში, თუ არ არის ატვირთული „სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის“ ვებ-გვერდზე).
როგორ ხდება კონვერტაციის მოთხოვნის დაფიქსირება?
კონვერტაციის მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია პირადი კაბინეტის რეგისტრაციის და აქტივაციის შემდგომ, კონვერტაციის განაცხადის შევსების გზით.
როგორ ხდება კონვერტაციის განაცხადის შევსება?
კონვერტაციის განაცხადის შესავსებად საჭიროა:
1. თანხის ოდენობის და იმ ვალუტის მითითითება, რომლის გაყიდვაც გსურთ;
2. საყიდელი ვალუტის მითითება (კონვერტაციის შედეგად მისაღები თანხა დაანგარიშდება ავტომატურად);
3. ანგარიშის რეკვიზიტების მითითება (კომერციული ბანკი და ანგარიშის ნომერი, საიდანაც გადმორიცხავთ თანხას და სადაც მისომ უნდა გადაგირიცხოთ შეძენილი ვალუტა).
კონვერტაციის განაცხადის გაგზავნის შემთხვევაში, როგორ ხდება განაცხადის სტატუსის გაგება?
გაგზავნილ განაცხადს ავტომატურად ენიჭება სტატუსი "მოლოდინშია". მისოს მხარეს დამუშავების შემდეგ ენიჭება სტატუსი: დადასტურებულია ან უარყოფილია.
რა დრო არის საჭირო ვალუტის გაცვლითი ოპერაციის შესასრულებლად?
კონვერტაციის განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 30 წუთის განმავლობაში უნდა შეასრულოთ მისოს ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე (ხელმისაწვდომია ონლაინ კაბინეტში) თანხის გადარიცხვის ოპერაცია. გადმორიცხული თანხის მისოს ანგარიშზე ასახვიდან 1 საათის ვადაში მისოსგან ჩაგერიცხებათ შეძენილი ვალუტა იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც კონვერტაციის განაცხადში გექნებათ მითითებული.
შემიძლია წინასწარ გავეცნო ონლაინ კაბინეტით სარგებლობის წესებს და პირობებს?
ონლაინ კაბინეტით სარგებლობის წესებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე